დავით კირკიტაძის დაკავება

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კირკიტაძის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით ნარიმანიშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. 

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 3531 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს. 

კირკიტაძეს თავდებში 27 დეპუტატი დაუდგა, თუმცა მოსამართლე ნარიმანიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა, რომელიც დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. 

კომენტარები