დავით კირკიტაძის დაკავება

ვაშაძე: კირკიტაძე ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი არაა, რა თქმა უნდა, აკავებენ

დავით კირკიტაძე არ არის [ოთარ] ფარცხალაძე, დავით კირკიტაძე არ არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ. დავით კირკიტაძე არ არის ის ზონდერები, რომლებიც დაგვახვედრეს გურჯაანთან და რომლებმაც თითქმის სასიკვდილოდ სცემეს ჩვენს ორ მხარდამჭერს ჩაქუჩებით, რომლებიც ახლა გურჯაანის საავადმყოფოში არიან. დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და, შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როდესაც მას კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს საშუალება, მშვიდობიანი, ზუსტად ისეთივე, როგორც 2018 წლის 2 დეკემბერს ჩავატარეთ რუსთაველზე, ისეთი მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების და შემდეგ დაშლის და სახლში დაბრუნების, რაც გავაკეთეთ

გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საუბრობს გაერთიანების წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებაზე, რომელიც კახეთის ინციდენტში იღებდა მონაწილეობას

კომენტარები