NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის £1 მილიონად შეფასებული სახლი ღირსეულ პატრონს ელოდება

კვირა, 23 სექტემბერი, 2018 - 15:26
tbl.ge/355u
დაკოპირდა

დიდ ბრიტანეთში ჰარი პოტერის მშობლიური სახლი იყიდება, რომელიც სუფოლკში, ლავენჰემის დასახლებაში მდებარეობს.

სახლი გასაყიდად 2017 წლის ზაფხულში გამოიტანეს. მისი ფასი ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს.

მეთოთხმეტე საუკუნეში აშენებული სახლი ფილმში "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" ჰარის დაბადების ადგილადაა გამოყვანილი. სწორედ აქ დახოცა ლორდმა ვოლდემორმა ლილი და ჯეიმს პოტერები.

სახლის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომავალი მფლობელი მზად უნდა იყოს, რათა მცხოვრებლის გარდა მისი მომვლელის ფუნქციაც შეითავსოს. 

სახლს სახელი დე ვერების გვარის მიხედვით ეწოდა. ეს უკანასკნელნი შუა საუკუნეებში მეფის შემდეგ მეორე ყველაზე მდიდარ ოჯახს წარმოადგენდნენ და ლევენჰემში არსებულ ისტორიულ შენობათა უმეტესობაც მათ უკავშირდება.

სახლს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი არაერთი დეტალი აქვს შემორჩენილი. მათ შორის ბუხრები, კედლის მხატვრობა და იშვიათი ქვის სპირალური კიბე.

შენობა ლავენჰემის შუა საუკუნეების 340 ყველაზე კარგად შემონახულ სახლებს შორისაა დასახელებული.

ჰარი პოტერიჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024 - 11:05ჰარი პოტერის სერიალის შემქმნელები დამბლდორის როლზე მარკ რაილანსს განიხილავენ
  • სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2024 - 12:16"მრავალფეროვანი კასტინგი გვინდა" - HBO ჰარის, ჰერმიონისა და რონის როლებზე მსახიობებს ეძებს
  • სამშაბათი, 27 თებერვალი, 2024 - 16:17VARIETY: ჰარი პოტერის სერიალი, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოვა
  • ორშაბათი, 2 ოქტომბერი, 2023 - 23:23ჰარი პოტერის მსახიობები, რომლებიც დღეს აღარ არიან
  • კვირა, 2 იანვარი, 2022 - 10:12ჰელენა ბონემ კარტერმა გაიხსენა, რომ დენიელ რედკლიფმა სასიყვარულო წერილი გაუგზავნა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕