სამწუხაროდ, ვარშავის სამიტიდანაც არ ჩანს კონკრეტული შედეგი იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. არცერთი კონკრეტული შედეგი არ ჩანს ჯერჯერობით და ვერც იქნება იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკა იყო ან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებითა და ქმედებებით სავსე - ხან ვსაუბრობდით, რომ გვინდა გაწევრიანებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა, ხან ვსაუბრობდით, რომ არ გვინდა ეს გეგმა და არ გვჭირდება, ხან ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი საუბრობდა, რომ NATO-ში გვინდა, დიდი ნაწილი კი პერიოდულად ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ეს იყო ორაზროვანი, არადინამიური, არაკოორდინირებული და არა სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. ამან სამწუხაროდ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნით, რომ მივედით რაღაც სერიოზულ შედეგამდე. მით უმეტეს, დღეს არის სიტუაცია, როდესაც ამერიკის და, ზოგადად, დასავლეთის ყურადღება ბევრად უფრო მოპყრობილია ჩვენი რეგიონისკენ იმიტომ, რომ რუსეთის საფრთხე არის ძალიან კარგად გააზრებული. დღეს არის სიტუაცია, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აგრძელებს მცოცავი ანექსიის პროცესს, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას, იქ სიტუაციის არევას და ეს უნდა იყოს დღის წესრიგის მთავარი საკითხები - თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორის პირობებში.
tbl.ge/1sn4
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




