მეწყერი

მაშველებმა შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

Getty Images

მაშველებმა შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს. პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში მეწყერი 2 ივნისს ჩამოწვა და ადგილობრივი მწყემსი მოიყოლა. 

"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს", - აცხადებს შსს.

კომენტარები