21 მარტის აქცია

ენმ: კახეთის კოლონა უკვე თბილისშია

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კახეთიდან წამოსული კოლონა უკვე თბილისშია. 

აქცია ლოზუნგით - "გადადგეს უუნარო მთავრობა" - თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. 

კოლონები წამოსულები არიან სამეგრელოდან, აჭარიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.

კომენტარები