21 მარტის აქცია

ალასანია: 21 მარტის აქციაზე გასულმა ადამიანებმა გამოხატეს საზოგადოების განწყობა

მე მართლაც მგონია, რომ იქ [21 მარტის აქციაზე] გასული საზოგადოების ნაწილი გამოხატავს ფართო საზოგადოების განწყობას, ეს დადასტურდა IRI-ის მონაცემებით, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ღონისძიებას, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მოსული ხალხი არ წარმოადგენდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ნაწილს და მე ძალიან მიკვირს, რომ ორი წლის თავზე ხელისუფლებამ და მმართველმა ელიტამ ვერ ისწავლა, რომ პატივი სცეს საკუთარ ხალხს... რომ ის ოპოზიციის მთავრობაც არის, ესეც ვერ ისწავლეს. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რაც მათ ძალიან მალე ხელისუფლებისგან გაისტუმრებს.

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები