21 მარტის აქცია

კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის დაძახილზე საზოგადოება არ მივიდოდა

აქციაზე იყვნენ მათი ოჯახის წევრები, დაპატიმრებული ვანო მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა ოჯახის წევრები, ნათესავები, მათი კოორდინატორები, რომლებიც ხელფასს იღებენ მათგან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იქ მივიდნენ. და ზოგიერთი თავისუფალი ზონელი. საზოგადოება იქ არ მისულა. ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უთხრა ნაციონალურ მოძრობას „არა", გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან და ახლა, რა თქმა უნდა, მათ დაძახილზე საზოგადოება იქ არ მივიდოდა. ძალიან მშვიდად მივალთ არჩევნებამდე

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე დღევანდელ აქციაზე.

კომენტარები