21 მარტის აქცია

სესიაშვილი: დღეს მე ვნახე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კრუნჩხვები

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

"მე ვნახე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა. 

"ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ - დღეს მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტი შეენარჩუნებინათ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელი მართავდა, ამხელა რესურსი ჰქონდა და ამხელა რესურსის დახარჯვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცზე მეტს ვერ შეკრებს, მე მგონი, ამან ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები