21 მარტის აქცია

ივანიშვილი: ნაციონალებმა აქციაზე 5-7 ათასი ხალხი მოაგროვეს

როდესაც პირველი ინტერვიუ მივეცი როიტერს, ვთქვი, რომ ჩვენ ევროპასაც გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიით. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები - მოძალადეებს დემონსტრაციის უფლება მივეცით. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას აბსოლუტურად უმიზეზოდ, აბსურდული მიზეზებით გადადგომას. ის ხალხი, 5 თუ 7 ათასი რომ მოაგროვეს, ამით აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. მაგრამ მთავარი, რაც გუშინ კარგად ჩანდა, ჩანდა ჩვენი საზოგადოების ზრდა - როგორ გაიზარდა, მიუხედავად მათი მცდელობისა, სიცრუეში ამყოფონ. 

ექსპრემიერი და გადაცემა კვირის 2030-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი 21 მარტიის აქციაზე საუბრობს.

კომენტარები