21 მარტის აქცია

ენმ-ის აქციაში მონაწილეობის მისაღებად აჭარის კოლონაც დაიძრა

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად აჭარის კოლონაც დაიძრა. ენმ-ის წევრების ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმიდან თბილისის აქციაში მონაწილეობის მისაღებად 2500 ადამიანი გაემგზავრა. 

აქცია თავისუფლების მოედანზე დღეს, 16:00-ზე დაიწყება. 15:00-დან კი, ბარათაშვილის ქუჩიდან და ვარდების მოედნიდან მსვლელობა მოეწყობა. 

აქციის მონაწილეები დღეს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები