21 მარტის აქცია

დღეს ენმ აქციას გამართავს - ზუგდიდიდან კოლონა უკვე დაიძრა

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, 16:00-ზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს. იქამდე, 15:00-ზე ბარათაშვილის ქუჩიდან და ვარდების მოედნიდან მსვლელობა მოეწყობა.

მსვლელობებია დაგეგმილი რეგიონებიდანაც. ზუგდიდიდან სამი კოლონა უკვე დაიძრა. კოლონები სამეგრელოს სხვა რაიონულ ცენტრებში გაჩერდებიან და მათთან ერთად განაგრძობენ გზას თბილისისკენ. სამეგრელოს კოლონას დეპუტატები - აკაკი მინაშვილი და მარიამ საჯაია, ასევე, თენგიზ გუნავა და ანი ნადარეიშვილი მიუძღვებიან,

დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, ზუგდიდში იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ვიდრე ენმ-ისთვის მოსალოდნელი იყო. 

კომენტარები