21 მარტის აქცია

გრიგოლია: ხელისუფლებიდან მოითხოვეს, რეაქციაში აქციის თემა არ გაშუქებულიყო

იმედი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მოსთხოვეს, გადაცემა რეაქციაში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის თემა არ გააშუქოს. ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ქრონიკაში განაცხადა.

"ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ-შოუს ფორმატში წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განგვიცხადეს, რომ გადაცემაში არ მოვლენ... ჩვენ ხელისუფლების მოთხოვნას არ ვემორჩილებით, რა თემა უნდა გავაშუქოთ და რა - არა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები