სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

კახიშვილი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა

კახა კახიშვილი
reportiori.ge

"დაგეგმილი რეფორმის შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროს დაქვემდებარებაში თავისი ბიუჯეტიანად გადავა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ორშაბათს 13 ოქტომბერს სამინისტროში მისი წარდგენისას განაცხადა.

"მთავარი არ არის საკადრო პოლიტიკა, არამედ მთავარია ინსტიტუციონალური რეფორმა. დღეს სად-ი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. სამინისტრო კი არის ცალკე ქუდი პოლიტიკური კეკლუცობისთვის, რომ რეალურად მინისტრს მხოლოდ კამერებთან კეკლუცი შეეძლოს. სად-ი არც ეკითხებოდა საერთოდ მინისტრს აზრს. ზოგ შემთხვევაში კი ტელეფონსაც არ პასუხობდა, ამიტომ გვქონდა სისტემა, სადაც შავბნელი საქმიანობები არსებობდა, ამავდროულად მინისტრს ინფორმაციაც კი არ გააჩნდა. თუ მინისტრი პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, ტექნიკური პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს. სწორედ აქედან გამომდინარე, რეფორმის შედეგად ყოველგვარ პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სად-ი გაუქმდება, იგი გახდება რიგითი დეპარტამენტი და მისი ბიუჯეტიც, რომლის ფარგლებშიც როგორც უნდოდათ ისე არიგებდნენ პრემიებს, იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში", - აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები