სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას გახარია შეასრულებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა, - ამის შესახებ ტაბულას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს. გოგი გახარიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან 23 მაისს გადადგა.

„თავდაპირველად მოვალეობის შემსრულებლად დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დაინიშნა, ახლა ცვლილება განაპირობა იმან, რომ მან თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება არ ისურვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს კი უახლოეს მომავალში პრემიერთან ერთად გავმართავთ“, - თქვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები