ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით, გამოკითხულთა 56% თვლის, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 16% -ის აზრით, უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, 62%-სთვის მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 11% - სთვის უმნიშვნელოა.
სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად 15%-ს მიაჩნია, უმნიშვნელოდ კი - 58%-ს.
კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.