საქართველო-ევროკავშირი

პეტრიაშვილი: ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს

საქართვლოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს, ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომას დაესწრო. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო-მარკულისი დაესწრნენ. 

სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში, როგორც ევროკავშირთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარე თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში.
ამასთან, პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მზარდი როლის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
"ამისათვის ქვეყნის მთავრობა ინტენსიურად აგრძელებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებების დაცვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სოციალური პოლიტიკა, შრომითი უფლებების დაცვა, ბიზნესის განვითარება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები