რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკის თქმით, მაისში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა

ოლექსანდრ სირსკი
Unian

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ მაისის თვეში უკრაინამ თითქმის 100 კვადრატული კილომეტრით მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა, ხოლო მიმდინარე წელს უკრაინულმა ძალებმა ოკუპაციისგან ჯამში 600-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. 

"მტრის მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხაზს მტკიცედ ინარჩუნებენ, ანადგურებენ ოკუპანტებს და ოპერაციულ და სტრატეგიულ სიღრმეებზე მტრის წინააღმდეგ ეფექტური დარტყმები მიაქვთ. მაისში სამხედროების ძირითად შედეგებს ეს წარმოადგენს." – განაცხადა მან.

სირსკის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება რთული და დინამიკურია – რუსი დამპყრობლები განაგრძობენ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში წინსვლის მცდელობებს და სამხედრო შეტაკებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის, ალექსანდროვსკისა და გულიაიპოლსკის მიმართულებებზე გრძელდება. 

"ამავდროულად, გარკვეულ ტერიტორიებზე თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას. მაისის აქტიური ოპერაციების მიხედვით, გათავისუფლებულ და დაკარგულ ტერიტორიებს შორის მიმართება 100 კვადრატული კილომეტრია ჩვენ სასარგებლოდ. მიმდინარე წელს ჯამში  600 კვადრატული კილომეტრობით უკრაინული მიწის გათავისუფლება მოხდა." – განმარტა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა. 

კომენტარები