საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირმა პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა

ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია ტაბულას ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ეს გადაწყვეტილება არ არის ახალი მიღებული. მათი ინფორმაციით, ვადა, სავარაუდოდ, 1 წლით გახანგრძილვდება.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებს და მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე კარლ ჰარცელი ჩაანაცვლა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კომენტარები