სასჯელაღსრულების სისტემა

ქსნის ციხესთან პატიმრების ახლობლებმა ჯარისკაცს სცემეს

ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლებმა ჯარისკაცს სცემეს, რომელიც გარე პერიმეტრს იცავდა. სხვადასხვა საინფორმაციო წყარო ინციდენტის სავარაუდო მიზეზად პატიმრების ახლობლების ციხეშე შეჭრის მცდელობას ასახელებს. 
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ნაცემი ჯარისკაცი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქსნის #15 დაწესებულებაში ბუნტია და იქ სპეცრაზმის შესვლა იგეგმება. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მთელი ღამის განმავლობაში ციხესთან პატიმრების ახლობლები იმყოფებოდნენ. 
გუშინვე, დაწესებულება მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოინახულეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ 15-მა პატიმარმა პირი ამოიკერა. ისინი ითხოვენ, თანამდებობებს ჩამოშორდნენ პატიმრების წამებაში მხილებული პირები. ლორთქიფანიძე ასევე აცხადებს, რომ პატიმრებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ ციხის დირექტორის ნუკრი ხუხუას მიმართ.

კომენტარები