სასჯელაღსრულების სისტემა

2013 წელს გასულ წელთან შედარებით ციხეებში 13 214-ით ნაკლები პატიმარია

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იუიდიული დახმარების საკითხთა სამინიტრომ დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაქვეყნა 2013 წლის მესამე კვარტალის სტატისტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრების რაოდენობი, ასევე პრობაციონერთა და ციხეში გარდაცვლილთა შესახებ.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მესამე კვარტალის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა 9085-მე შემცირდა, რაც 2012 წლის მესამე კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (22299) შედარებით 13 214 (59.3%-ით) ერთეულით შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების შედეგად, ასევე საგრძნობლად შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 2013 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 2013 წლის გარდაცვალების მაჩვენებელი (5) 2012 წლის მესამე კვარტალის გარდაცვალების მაჩვენებელთან (8) შედარებით 3 (37.5%-ით) ერთეულით შემცირდა. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, 2013 წლის მესამე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 54.9%-ით არის შემცირებული პრობაციონერთა რაოდენობა. 2012 წლის მესამე კვარტალში საქართველოში სულ 38 446 პრობაციონერი იყო, ამჟამად მათი რაოდენობა 17 349-ს შეადგენს.

კომენტარები