სასჯელაღსრულების სისტემა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით  პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა  კომისიამ 191 მსჯავრდებული გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან  სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ ისაუბრა.  მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე დატოვეს. 

გიგა გიორგაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 35 ქალბატონია და 156 მამაკაცი. მათ შორის 19 მძიმე ავადმყოფია. პირობით ვადამდე გათავისუფლებულთაგან სამს მოსახდელი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა. 

"კომისიამ და საბჭოს წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
მსჯავრდებული ქალების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა გორგაძემ. 

 

კომენტარები