სასჯელაღსრულების სისტემა

#18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

#18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა.

მსჯავრდებული 1-ელ ნოემბერს, 05:20 საათზე გარდაიცვალა. წინასწარი დიაგნოზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.

„სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ინფექციურ განყოფილებაში. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, კი გადაყვანილი იქნა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები