ხავსმოდებული ლუკაშენკოს პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა ხდება ბელარუსში“დემოკრატია - ეს არის ხალხის მიერ, ხალხისთვის არჩეული სახალხო მმართველობა”, - აბრაამ ლინკოლნის სწორედ ეს ცნობილი ფრაზა წარმოთქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი პირველი ინაუგურაციის დროს. 1994 წლის შემდეგ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო ფიცი კიდევ ხუთჯერ დადო. ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან გაუჩინარდა რამდენიმე მსხვილი ოპოზიციონერი, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყარა 21-მა კანდიდატმა, 7 მათგანი ციხეში აღმოჩნდა. ლუკაშენკოს ოპონენტებს ჯამურად 26-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.