ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საჭოს 3 წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

TASS

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს სამი წევრი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს. დაბარებულებს შორის არიან მინსკის ტრაქტორების ქარხნის შტატის კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი დილევსკი, საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარეთა საბჭოსწევრი პაველ ლატუშკო და იურისტი მაქსიმ ზნაკი

საკოორდინაციო საბჭოს წევრების საგამოძიებო კომიტეტში  დაბარება დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგაა აღძრული.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თვისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეთა საბჭოში სულ ოპოზიციის 7 წევრია. დაკითხვაზე დაბარებულების გარდა საბჭოს თავჯდომარეთა საბჭოში შედიან ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, იურისტი ლილია ვლასოვა, სვეტალანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი ოლგა კოვალკოვა და ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი მარია კოლესნიკოვა.

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მათ არ აქვთ პრეტენზია ქვეყნის მართვის უფლებამოსილებაზე და გეგმავენ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებს. საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ალექსანდრ ლუკაშენკო საკოორდინაციო საბჭოს ძალაუფლების ძალადობრივად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს რუსეთ-ბელარუსის კავშირიდან გამოსვლას, რუსეთის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის აღდგენასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუშაობის დაწყებას.

საკოორდინაციო საბჭომ ლუკაშენკო მანიპულირებასა და მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთ-ბელარუსის კავშირის დატოვებას და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას.

კომენტარები