ვიტალი შკლიაროვი

ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს

ვიტალი შკლიაროვი
PRI

29 ივლისს ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვალერი ცეპკალოს პრესსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა Дожд-მა. დაპატიმრების შესახებ Telegram-ში დაწერა თავად ვიტალი შკლიაროვმაც.

შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანკოვსკისთან მუშაობაში დაადანაშაულეს. სერგეი ტიხანკოვსკი ბელორუსიის საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანკოვსკაიას მეუღლეა. სერგეი ტიხანკოვსკი თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მისი დაპატიმრების მერე კანდიდატურა მისმა ცოლმა წარადგინა.

სვეტლანა ტიხანკოვსკაიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შკლიაროვს არ ჰქონია კავშირი სერგეი ტიხანკოვსკთან.

ბელარუსში შკლიაროვი ივლისის დასაწყისში ჩაფრინდა. ის ბელორუსის ამჟამინდელი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია. ქვეყენაში ჩასვლის შემდეგ ვიტალი შკლიაროვს 14-დღიანი კარანტინის გავლა დასჭირდა. შკლიაროვის განცხადებით, პოლიცია ყოველდღე ამოწმებდა, იცავდა თუ არა კარანტინის ზომებს.

ვიტალი შკლიაროვი აშშ-ში ცხოვრობს. ის ბელარუსის ქალაქ გომელში დაიბადა. ვიტალი შკლიაროვი ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. 2012 ის მოხალისედ იყო ჩართული ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში, როდესაც ობამა მეორედ იყრიდა კენჭს, ხოლო 2016 წელს შკლიაროვი ოფიციალურად მუშაობდა საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაზე. 

რუსეთში მუნიციპალური არჩევნების დროს შკლიაროვი ხელმძღვანელობდა დმიტრი გუდკოვსკის საარჩევნო კამპანიას, ხოლო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის მუშაობდა ქსენია საბჩაკთან.

2018 წელს ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ჩამოვიდა და მონაწილეობას იღებდა გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში. ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ის პირველივე ტურიდან იყო ჩართული.  

კომენტარები