ბელარუსი

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს

 GETTY IMAGES

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს. ინფორმაცია 25 თებერვალს ბელარუსის სამთავრობო მედიამ BeITA გაავრცელა.

"მათ [ოპოზიციას] უთხარით, რომ [პრეზიდენტობის] კანდიდატი ვიქნები". - განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ქვეყნის საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში მისცა ხმა.

ლუკაშენკოს თქმით, "არცერთი პასუხისმგებლობიანი პრეზიდენტი მიატოვებდა თავის ხალხს, რომლებიც მას ბრძოლაში გაჰყვნენ".

უკვე 30 წელია, რაც ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია და ამჯერად იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მეექვსე ვადით მსახურობს.

კომენტარები