საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში

ლუკაშენკო მეშვიდე პრეზიდენტობისთვის ემზადება – ბელარუსში არჩევნები დაიწყო

ბელარუსში 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა.

ალექსანდრ ლუკაშენკო, დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი, მეშვიდედ იყრის კენჭს.

მისი ფორმალური კონკურენტები არიან:

  • ოლეგ გაიდუკევიჩი – ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია;
  • ანა კანოპაცკაია – დამოუკიდებელი კანდიდატი;
  • სერგეი სირანკოვი – ბელარუსის კომუნისტური პარტია;
  • ალექსანდრ ხიჟნიაკი – შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია;

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან არის. 1995 წლიდან დღემდე ეუთოს მიერ არც ერთი არჩევნებია არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

უკანასკნელად ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდა. ოპოზიციურმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ არჩევნები მინიმუმ 60%-ით მოიგო. თუმცა ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო დაასახელა, ცესკოს მონაცემებით უცვლელმა პრეზიდენტმა ხმათა 80% აიღო. არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, საბოლოოდ ლუკაშენკომ რეპრესიებისა და პოლიციური ძალადობის ხარჯზე შეინარჩუნა ხელისუფლება.

საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერები, მათ შორის, რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია და მიხეილ ჟღენტი ბელარუსში, კერძოდ, მისნკში, საპრეზიდენტო არჩევნებზე "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით ჩავიდნენ.

კომენტარები