ბელარუსი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, მთავრობა დაითხოვა

Reuters

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, მთავრობამ დაითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ტელევიზია Беларусь-1-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის ბრძანება უკვე გამოაქვეყნა. 

ТАСС-ის ცნობით, 3 ივნისს, ბრძანების გამოცემამდე, ლუკაშენკომ რესპუბლიკის საბჭოს და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა. 

საკადრო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელიც 9 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ლუკაშენკოს თქმით, ის საჭიროდ არ თვლის, რომ საკადრო შემადგენლობა რადიკალურად შეცვალოს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების პირობებში. 

უკვე დათხოვილი მთავრობა საქმიანობის შესრულებას 2018 წლის 18 აგვისტოს შეუდგა პრემიერმინისტრ სერგეი რუმასას ხელმძღვანელობით. 

კომენტარები