პრეზიდენტი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა — ვინ არის სი ძინპინისი ძინპინი სახალხო რესპუბლიკის რიგით მეექვსე და ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც კომუნისტური რევოლუციის შემდეგ დაიბადა. სი ძინპინი 87 მილიონი წევრისგან შემდგარი პარტიის სათავეშია, ორგანიზაციის, რომლის რიცხოვნობაც გერმანიის მოსახლეობას აღემატება. გენერალური მდივანი სრულ ძალაუფლებას ფლობს სამხედროებზე, მოსამართლეებზე, მედიაზე, გიგანტურ სახელმიწიფო კომპანიებზე. ლენინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშომის მიხედვით, სი ძინპინმა ადგილი ორკესტრის შუაგულში დაიკავა. "ორკესტრის სამართავად საჭიროა ცენტრში ყოფნა, საჭიროა, იცოდე, ვინ უკრავს ვიოლინოზე და სად, ვინ უკრავს არასწორ ნოტს და რატომ" — წერდა ლენინი.