ლენინის ცხედრის ისტორია - როგორ გადაიქცა უდიდესი ათეისტი რელიგიურ სიმბოლოდ

ლენინის ცხედრის ისტორია - როგორ გადაიქცა უდიდესი ათეისტი რელიგიურ სიმბოლოდ

21 იანვარს მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ვლადიმირ ლენინის გარდაცვალებიდან ზუსტად 97 წელი გავიდა. ამ დროში, ცხადია, მსოფლიო კარდინალურად შეიცვალა, დაინგრა ლენინის დაარსებული საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს კომუნისტური პარტია და ოცნება მსოფლიო რევოლუციაზე. ერთადერთი, რაც უცვლელია, ის არის, რომ ბელადის ნეშტი ზუსტად იქ და იმავე მდგომარეობაში ასვენია, როგორშიც 97 წლის წინ ესვენა. 

განახლდა:

როგორ მოხდა, რომ ყველაზე დიდი ანტირელიგიური სახელმწიფოს დამფუძნებელი და რადიკალური მატერიალისტი, არა მხოლოდ დაკრძალეს, როგორც ეგვიპტელი ფარაონი, არამედ  ის გადაიქცა ახალი რელიგიის ობიექტად და ცენტრად; როგორ გარდაისახა ვლადიმირ ლენინის ცხედარი თაყვანისცემის საგნად და უდიდეს რელიგიურ სიმბოლოდ?

დამშვიდობება ბელადთან

ვლადიმერ ლენინი 1924 წლის 21 იანვარი

ვლადიმირ ლენინის კანონიზაცია ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაიწყო, ამ პროცესმა განსაკუთრებული მასშტაბები მას შემდეგ მიიღო, რაც ლენინ პირველი ინსულტი დაემართა და პრაქტიკულად სრულად პარალიზებული გახდა. მომდევნო თვეებში შეტევები კიდევ ორჯერ გაუმეორდა, რის შედეგადაც ლენინმა საბოლოოდ დაკარგა მეტყველების, წერისა და მუშაობის უნარი. ამ დროისათვის ლენინი უკვე მოსკოვის მახლობლად მდებარე აგარაკზე გორკაში, თავის მეუღლესთან, ნადეჟდა კრუპსკაიასთან ერთად ცხოვრობდა

ბოლშევიკური პარტიის სხვა ლიდერებისთვის ნათელი იყო, რომ ლენინი სამუდამოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და, ამ დროიდან მოყოლებული, ლენინისგან ძირითადი სარგებელი იმაშიღა მდგომარეობდა, რომ მათ შეეძლოთ მისი გამოყენება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. 1923 წლის მარტში გაზეთ "პრავდისნომერში პირველად გაჩნდა ტერმინილენინიზმი”, ხოლო მისი ბიუსტები და ძეგლები უკვე დიდი ხნით ადრე ამშვენებდა საბჭოთა ქალაქებსამგვარად, ლენინის სიცოცხლეშივე გადააქციეს ათეისტურ სიწმინდედ.

ცხადია, ბელადის უკვდავყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მისი სიკვდილის შემდეგ. 1924 წლის 21 იანვარს, ვლადიმ ლენინი 53 წლის გარდაიცვალა. დამკრძალავი კომისიის ხელძღვანელი იყო საბჭოთა ჩეკას დამფუძნებელი, ფელიქს ძერჟინსკი. ბევრი ბოლშევიკის გასაკვირად, ლენინთან გამოსათხოვებლად უამრავი ხალხი ჩადგა რიგში. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ეს იყო ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება

ნაწილობრივ სარგებლობის სურვილით და ნაწილობრივ რეალური საჭიროებები გამო, მალევე, დამკრძალავმა კომისიამ ლენინის ნეშტის ბალზამირების გადაწყვეტილება მიიღო. პროცედურა ჩაატარა პროფესორმა ალექსეი აბრიკოსოვმაარსებული პრაქტიკის მიხედვით სხეულის ფორმის შენარჩუნებას ნეშტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებდა. ამიტომ აბრიკოსოვმა ჩაჭრა ლენინის ვენები და არტერიები. მაშინ ჯერ არავინ იცოდა, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში ლენინი იმავე ადგილას იქნებოდა დასვენებული უცვლელად. ეს რომ სცოდნოდა, აბრიკოსოვი ლენინის არტერიებს და ვენებს არ შეეხებოდა, რადგან გრძელვადიანი ბალზამირებისთვის ეს აუცილებელი იქნებოდა

რიგები ლენინის დაკრძალვაზე 1924 წლის იანვარი

ყველაფერს ხელს უწყობდა ამინდიც. ის ზამთარი თვით რუსეთის საზომითაც კი უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა. ლენინთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის დღეებში მოსკოვში ტემპერატურა -28 გრადუსსაც აღწევდა. -10 გრადუსი იყო შენობაში, რომელიც არქიტექორმა უსევმა სახელდახელოდ ააგო ხისგან. ამ შენობას შემდგომ "მავზოლეუმი" უწოდეს. ხის კონსტრუქცია კრემლის კედელთან, წითელი მოედნის მიჯნაზე დადგეს. სწორედ ამ შენობაში მიმდინარეობდა ლენინის სამოქალაქო პანაშვიდი. ამგვარი ამინდის პირობებში გვამი ყოველგვარი ბალზამირების გარეშეც მშვენივრად ინახებოდა და  დამკრძალავმა კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროც მოიგო

ლენინის ნეშტთან დაკავშირებით ბოლშევიკურ პარტიაში აზრი ორად გაიყო.  იყვნენ პარტიული მუშაკები, რომლებიც უცნაურ სცენარებს განიხილავდნენ და ფიქრობდნენ, რამენაირი ფორმით უკვდავეყოთ ბელადის ნეშტი. მათ შორის იყვნენ გამოჩენილი ბოლშევიკები და ლენინის პირადი მეგობრები ლეონიდ კრასინი და ვლადიმირ ბონჩ-ბრუევიჩი, რომელიც განათლებით რელიგიური კულტების სპეციალისტი იყო. იგი ამბობდა, საჭიროა ბელადის ცხედრის რამენაირი ფორმით უკვდავყოფა. როგორც ლენინის ბიოგრაფი ლევ დანილკინი მიიჩნევს, სწორედ ბონჩ-ბრუევიჩი იყო პირველი, ვისაც გაუჩნდა იდეა, მკვდარი ლენინისგან შეექმნათ ალტერნატიული სიწმინდე

საპირისპირო აზრ ჰქონდათ გავლენიან ბოლშევიკებს, ლევ ტროცკი, ნიკოლაი ბუხარინ და ლევ კამენევ. ლენინის ნეშტის შენარჩუნება და, მით უფრო, რელიგიური სიწმინდის სახით, მათი აზრით, უკიდურესად არამატერიალისტური, ანტიმარქსისტული იქნებოდა. ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან და მათ შორის, ლენინის შეხედულებებთანაც. სავარაუდოა, რომ ცხედრის შენახვის წინააღმდეგი იყო ლენინის ცოლი ნადეჟდა კრუპსკაიაც. თუმცა უკვე მარტში, როდესაც დათბა, ბელადის გვამიც შავი ლაქებით დაიფარა და ხრწნის პროცესი დაიწყო, კამათის დრო ამოიწურა

სწორედ ამ დროს ფელიქს ძერჟინსკიმ, დაჟინებული თხოვნების შემდეგ, მიიღო ბიოქიმიკოსი ბორის ზბარსკი. მან  ძერჟინსკის უთხრა, მე ვიცი, თუ როგორ უნდა შეინახო ბელადის ცხედარი დიდი ხნის განმავლობაშიო, და მოუყვა სპეციალურ მეთოდის შესახებ, რომელიც შექმნა მისმა ნაცნობმა ექიმმა . ამ მეთოდით ლენინის ნეშტი უცვლელად დარჩებოდა. ზბარსკიმ მოახერხა ძერჟინსკის დათანხმება.

მის ამგვარ დაჟინებას თავისი პრაგმატული მიზეზები ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ბორის ზბარსკი რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი, ესერი [სოციალისტ-რევოლციური პარტიის წევრი] და ბოლშევიკების მიერ დაშლილი დამფუძნებელი კრების მონაწილე იყო. ამიტომ მას საბჭოთა ხელისუფლებისგან სასტიკი რეპრესიების ეშინოდა. ლენინის ნეშტის შენარჩუნების გზით იგი ერთგვარი ინდულგენციის მიღებას ცდილობდა. ზბარსკი დასახმარებლად დაუკავშირდა თავის მეგობარს, ვლადიმ ვორობიოვს, რომელიც იმხანად ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრას ხელმძღვანელობდა

ბორის ზბარსკი
[მარცხნივ] და ვლადიმირ ვორობიოვი

რეპრესიები ვორბიოვსაც ემუქრებოდა - რევოლუციის შემდეგ ემიგრირების გამო, რომელიც ცოტა ხანს გაგრძელდა. ვორობიოვს უნივერსიტეტში ჰქონდა ანატომიური თეატრი, სადაც საკუთარი ხსნარების მეშვეობით დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა ადამიანის გვამების სხვადასხვა ნაწილებს. ვორობიოვი ამას სასწავლო დანიშნულებით აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ძერჟინსკი დათანხმდა, ვორობიოვმა და  ზბარსკი დაიწყეს მუშაობა ლენინის ცხედარზე.

შესაძლოა, არსებობდეს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც უბიძგა ბობოლა ბოლშევიკებს  ამგვარი გადაწყვეტილებისკენ. მნიშვნელოვანი მომენტი იმ დროს არსებული კონტექსტი და კონკრეტული გარემოებები. საქმე ის არის, რომ 1922 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ფარაონ ტუტანჰამონის სარკოფაგი. აღმოჩენა მსოფლიო მედიიის მთავარ ამბად იქცა, რამაც წარმოშვა მოდა ოველივე ეგვიპტურზე. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ლენინის ერთგვარი მუმიფიცირების გადაწყვეტილება

არსებობს მეორე ვერსიაც - ამ დროისთვის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა სახელად რუსული კოსმიზმი, რომლის მთავარი ავტორიც იყო ნიკოლაი ოდოროვი. ოდოროვის ნაშრომები წარმოადგენდა ხედვ პოსტჰუმანური სამყაროს შესახებ. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ცენტრალური პოსტულატი ის იყო, რომ კაცობრიობა განვითარების ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ადამიანები არა მხოლოდ უკვდავები გახდებიან, არამედ ისინი მკვდრების გაცოცხლებასაც შეძლებენ.

სავარაუდოა, რომ ლენინის ცხედრის შენახვის გადაწყვეტილებაზე ყველა ჩამოთვლილმა ფაქტორმა და, ასევე, შიდა პოლიტიკურმა დინებებმა ერთობლივად იმოქმედა. ამ თემაზე დანამდვილებით საუბარი დღეს ძნელია, რადგანაც ლენინის დაკრძალვასთან დაკავშირებული საარქივო მასალის უდიდესი ნაწილი კვლავაც გასაიდუმლოებულია

სამუშაოების საწყის ეტაპზე ზბარსკი და ვორობიოვი ვერ იძლეოდნენ ზუსტ პროგნოზს, თუ რა დროის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი ლენინის ნეშტის შენარჩუნება. რამდენიმეთვიანი მუშაობის პერიოდში მათ პრაქტიკულად მოიგონეს ნეშტის ბალზამირებს თვისბრივად ახალ მეთოდი და საშუალებები. უკვე ივლისში ცეკა- პლენუმზე მოხსენების წარდგენისას მეცნიერებმა თქვეს, რომ მათი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ლენინის ნეშტის განუსაზღვრელად დიდი დროით შენახვა.

საბჭოთა ლიდერები ხის მავზოლეუმთან

ზბარსკის და ვორობიოვის ინოვაცია მდგომარეობდა იმაში, რომ ის ითვალისწინებდა პერიოდულ ბალზამირებას და არა მხოლოდ ერთ პროცედურას, როგორც ამას მანამდე აკეთებდნენ. ინოვაციური იყო, ასევე, მედიკამენტები და ნივთიერებათა ნაზავი, რომელსაც ისინი იყენებდნენ. ამგვარად, ლენინის ნეშტთან დაკავშირებული პრობლემები სამუდამოდ გადაწყდა და საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო, ის სრულად გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისთვის

ბალზამირების იმდროინდელი გავრცელებული წესის თანახმად, ლენინის ტვინის შესასწავლად ევროპიდან ჩამოიყვანეს მსოფლიო ნეირომორფოლოგიის ვარსკვლავი ოსკარ ფოხტი. ფოხტს უნდა ეპოვა ლენინის გენიის მიზეზები მის ტვინში. შეიქმნა ლენინის ტვინის შემსწავლელი ინსტიტუტი. ფოხტი ლენინის ტვინზე უნიკალური ნეირონების პოვნის იმედით რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა დიდწილად უშედეგოდ. ერთადერთი უჩვეულო, რაც ფოხტმა ლენინის ტვინში აღმოაჩინა, იყო შედარებით მსხვილი პირამიდული ნეირონები. როგორც მეცნიერმა განაცხადა, მაღალი ალბათობით, სწორედ ამით იყო განპირობებული ლენინის მდიდარი ასოციაციური ეპითეტები. დღეს უკვე დადგენილია, რომ შედარებით მსხვილი პირამიდული ნეირონები არც ისე იშვიათია და მსგავსი რამ სამიდან ერთ ადამიანში ვლინდება. 

ნეირომორფოლოგი ოსკარ ფოხტი

ამის მიუხედავად, ლენინის ტვინის შესწავლა 50 წელიწადს განმავლობაში გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში ბელადის ტვინი სრულად აღირიცხა და დასურათდა ყველა უბანი, დამზადდა 32 000 პრეპარატი. მარტივად, რომ ვთქვათ ლენინის ტვინი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტად შესწავლილი ტვინია.

1929 წელს, სტალინის გადაწყვეტილებით, იცვლება აქამდე მდგარი ხის კონსტრუქცია და იმავე ადგილზე ჩნდება მარმარილოს და ბეტონის ფილებისგან აშენებული ფუტურისტული, ავანგარდისტული სტილის მავზოლეუმი. ცნობილია, რომ მავზოლეუმის პროექტი ახლოაღმოსავლური ტიპოლოგიის, .. ზიქურაის ინსპირაციით შეიქმნა. მომდევნო წლებში ლენინის მავზოლეუმი გადაიქცა კომუნიზმის ნამდვილ მექად, ბოლშევიკური იმპერიის ცენტრალურ წერტილად, ხოლო ამ იდეის მილიონობით მიმდევრისთვის - რელიგიური თაყვანისცემის ადგილად

ლენინი ევაკუაციაში 

მატარებელი ლენინის ცხედრით

მავზოლეუმის და ლენინის ცხედრის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში 1941 წლის 22 ივნისს, მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ომის პირველ კვირებში მოსკოვი იმდენად ინტენსიურად იბომბებოდა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას შეეშინდა, რომ მავზოლეუმის და წითელი მოედნი დაბომბებოდა. სწორედ ამიტომ საწყის ეტაპზემავზოლეუმის შენობა რკინის კონსტრუქციები დაფარეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მალევე გადაწყდა, რომ საჭირო იყო ლენინის ცხედრის ევაუკაცია. შესაბამისი საიდუმლო ბრძანება გამოიცა 30 ივნისის ღამით. ევაკუაციის ოპერაცია საიდუმლოდ მიმდინარეობდა და მის შესახებ მხოლოდ პირთა ვიწრო წრემ იცოდა. აღსანიშნავია, რომ ლენინის ცხედრის ევაკუაციის შესახებ არ იცოდა მავზოლეუმის საპატიო ყარაულმა, რომლებიც სწორედ ლენინს ყარაულობდნენ

ლენინის სარკოფაგი და მისი პერიოდული ბალზამირებისთვის საჭირო სრული აღჭურვილობა რამდენიმე საათის განმავლობაში აიტვირთა სატვირთო მატარებელში. ცხადია, ლენინს ბორის ზბარსკიც გააყოლეს. იმ დროისთვის ლენინის მეორე დამბალზამებელი, ვლადიმ ვორობიოვი, უკვე გარდაცვლილი იყო. ოპერაციას, რა თქმა უნდა, ჩეკა ხელმძღვანელობდა. მათ გარდა არავინ იცოდა, საით მიდიოდა მატარებელი. გადაწყდა, რომ ლენინის ცხედარი დროებით ჩრდილოეთში, ქალაქ ტიუმენში გადაეტანათ. ერთ-ერთი ვერსიით, ცხედრის ტიუმენში გადატანის რეკომენდაცია ბორის ზბარსკიმ გასცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტიუმენში იყო დისტილირებული წყლის დიდი რეზერვები, ხოლო ეს წყალი აუცილებელი იყო საიდუმლო ხსნარებისთვის

ტიუმენში ჩასვლის შემდეგ ლენინის ცხედარი და მის მოსავლელად შემქნილი ლაბორატორია ტიუმენის ერთ-ერთ სკოლაში განთავსეს. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ადგილზე დადიოდა ჭორები, ლენინის ცხედარი ჩვენთან, ტიუმენშიაო.  აქ მას უტარდებოდა იგივე პროცედურები, რაც მოსკოვში. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ რაღაც ეტაპზე ტიუმენში შეუძლებელი გახდა დისტილირებული წყლის შოვნა და ომის დროს წყალი ომსკიდან ჩაჰქონდათ სპეციალური თვითმფრინავებით. 

გარდა იმისა, რომ ლენინის ცხედარზე ზრუნვდა, ბორის ზბარსკი იმავე სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მოსწავლეების კითხვზე, ომი როდის დასრულდება, ზბარსკი პასუხობდა, როცა მე წავალ ტიუმენიდან, ომიც მაშინ დამთავრდებ. ბორის ზბარსკიმ ტიუმენი 1944 წლის მიწურულს დატოვა, მაშინ, როდესაც ომის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო

თავდასხმები ლენინზე

ნახატი თავდასხმა ლენინზე.  ფანი კაპლანის თავდასხმა ლენინზე მის  სიცოცხლეში 

მიუხედავად საბჭოთა კავშირში გამეფებული ლენინის კულტისა, ან, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზითაც, ბელადის ცხედარ პერიოდულად თავს ესხმოდნენ. სულ ცნობილია 8 თავდასხმის შესახებ

შურისძიება ჰოლოდომორისთვის

ლენინის ცხედარს თავს პირველად ბელადის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ, 1934 წლის 19 მარტს დაესხნენ. სხვა თავდასხმებთან შედარებით ამ ინციდენტზე ყველაზე მეტი რამაა ცნობილი

მას შემდეგ, რაც პოდმოსკოვიეს ერთ-ერთი კოლმეურნეობის მუშაკმა, 46 წლის მიტროფან ნიკიტინმა მავზოლეუმში შესვლა მოახერხ, მან მოულოდნელად ამოიღო ნაგანი. სანამ ნიკიტინისენ დაცვა მირბოდა, მან ორჯერ გაისროლა ლენინის მიმართულებით, თუმცა ორჯერვე ააცილა, მესამე ტყვია ნიკიტინმა უკვე თავში დაიხალა. იგი ადგილზევე მოკვდა

ნიკიტინის ჯიბეში აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ირგვლივ სიღატაკე, შიმშილი, მონობა და სიმხეცეა, ადამიანები ტყულებში იხრჩობიან, ეშინიათ ერთმანეთის, ეშინიათ, რამე ზედმეტი არ თქვან, იმიტომ, რომ იციან, რომ ამ შემთხვევაში წამება და სიკვდილი არ ცდებათ. ადამიანები გამოფიტვის და შიმშილისგან გონებას კარგავენ და ბუზებივით იხოცებიან, კიდევ მრავალი მილიონი მოკვდება კომუნიზმისგან, ამ ქიმერისგან, ამ აბსურდისგან. მე, მიტროფან ნიკიტინი, სიამოვნებით ვკვდები ჩემი ხალხისთვის".

შემორჩენილია კრემლის დაცვის უფროსის, კარლ პაუკერის მოხსენება სტალინს, რომელზეც ეს წერილია მიმაგრებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ნიკიტინი 13 წლის ასაკიდან მუშაობდა და 1932 წელს იგი უკრაინაში ჰოლოდომორის მოვლენების მოწმე გამხდარა

ქვებით და ქუსლებით 

ცნობილია, რომ 1957 ლს მოსკოვის მცხოვრებმა, . რომანოვმა ლენინის სარკოფაგის მიმართულებით მელნით სავსე ბოთლი ისროლა

ორი წლის შემდეგ, 1959 წლის 20 მარტს, მაშინდელი ფრუნზეს და ხლანდელი ბიშკეკის მცხოვრებმა, . მინიბაევმა ლენინის სარკოფაგს მძიმე ჩაქუჩი ესროლა, შუშა ჩაიმსხვრა. შუშის ნამსხვრევები ბელადის ცხედარზე აღმოჩნდა, მარჯვენა წარბთან წარმოიქმნა ჭრილობა. სანამ მავზოლეუმის ლაბორატორიის ექსპერტები ლენინის ნეშტ ამუშავებდნენ, მავზოლეუმი 3 თვით დაიკეტა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მიიღეს  დადგენილება, რომ ლენინის სარკოფაგში ჩვეულებრივი შუშა ტყვიაგაუმტარით შეცვალა

მინიბაევმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ "მუმიის" განადგურებაზე 1949 წლიდან ოცნებობდა და ცენტრალური აზიიდან სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა. მინიბაევის ბედის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მინიბაევს ჰქონდა არჩევანი - ამ დროს მავზოლეუმში ლენინის გვერდით სტალინიც იყო დასვენებული

1961 წელს, ვინმე . სმირნოვამ ლენინის სარკოფაგს ქვები დაუშინა შეაფურთხა და აგინა

1962 წლის 24 აპრილს პენსიონერმა . ლიუტიკოვმა სარკოფაგს ქვა ესროლა. შუშა არ გატყდა. ცნობილია, რომ ლიუტიკოვი ამ შემთხვევამდე 2 წლის განმავლობაში კრიტიკულ წერილებს აგზავნიდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში

1966 წელს კრასნოდარიდან ჩამოსულმა, . ვატინცევმა სარკოფაგს უკვე ურო ესროლა, თუმცა შუშამ ამასაც გაუძლო. სამივე მათგანი - სმირნოვა, ლიუტიკოვი და ვატინცევი საბჭოთა სასამართლომ შეურაცხადად მიიჩნია და იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

პირველი აფეთქება 

1967 წლის სექტემბერში ლიტვის ქალაქ კაუნასიდან ჩამოსულმა ვინმე კრისანოვმა, მავზოლეუმის შესასვლელში აამოქმედა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მას წელზე ქონდა დამაგრებული. ამ თავდასხმის შესახებ სხვა ინფორმაციაზე ღია წვდომაში არ არის

ფრაგმენტულია თვითმხილველებისა და დაშავებულების ჩვენებებიც. რომელიღაც წყარეობი რამდენიმე გარდაცვლილზე ყვებიან, სხვები - მხოლოდ მძიმედ დაშავებულებზე და ვინმეს გარდაცვალებას უარყოფენ

ტრაგედია ცოდნის დღეს 

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მავზოლეუმზე მოხდა 1973 წლის პირველ სექტემბერს. ამ დღეს საბჭოთა კავშირში აღიშნებოდა ცოდნის დღე. როგორც წესი, ამ დღეს საბჭოთა მოსწავლეების ნაკადი ყვავილებით მიემართებოდა ლენინის მავზოლეუმისკენ

სწორედ ამით ისარგებლა ბოროტმოქმედმა და მავზოლეუმში ბავშვები ჯგუფთან ერთად შეაღწია. დაცვამ იგი მასწავლებლად მიიჩნია. მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ტანსაცმლის ქვეშ დამალა და მაშინ აამოქმედა, როდესაც იგი სარკოფაგის წინ აღმოჩნდა

აფეთქების შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი ასტრახანიდან, მძიმედ დაშავდა 4 მოსწავლე და დაცვის ერთი წევრი. ტერორისტისგან მხოლოდ ხელის მტევანიღა დარჩა

აფეთქებიდან მალევე ადგილზე მივიდა კაგებეს ხელმძღვანელი, იური ანდროპოვი, თუმცა გამოძიებამ პრაქტიკულად ვერაფერი დაადგინა. თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი დღემდე უცნობია

სტუმრად ლენინთან 

ეს არის ერთადერთი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ორივე ერთად - ლენინი და სტალინი მავზოლეუმშ ი, რომელიც ამერიკელმა ტურისტმა გადაიღო ფარულად.

სტალინის მმართველობის პერიოდში შინსახკომი აგენტურა ავრცელებდა ჭორს, რომ ყველაზე რთული გადაწყვეტილებების მისაღებად იოსებ სტალინი მავზოლეუმში მარტო ჩადიოდა, რათა ილიჩისგან რჩევები მიეღოო. 1953 წლის 5 მარტს იგი ლენინი მავზოლეუმში სამუდამოდ ჩავიდა, თუმცა 1961 წლის 31 ოქტომბერს დატოვა მავზოლეუმის კედლები. მისტიკური დამთხვევაა, რომ ზუსტად ამ დროს ანგლოსაქსურ ქვეყნებში ჰელოუნის დღესასწაულს აღნიშნავდნენ

მავზოლეუმიდან სტალინის გამოსვენებამდე ჩატარდა მისი გვამის ბალზამირების ურთულესი სამუშაო. ამ დროისთვის უკვე გარდაცლილი იყო ბორის ზბარსკი, რომელიც სტალინის მიერ ორგანიზებული .. ექიმების საქმის ფარგლებში დააპატიმრეს და საშინლად აწამეს. გათავისუფლებიდან 6 თვეში ზბარსკი გარდაიცვალა. იური რომანენკო, რომელიც ამ დროს მავზოლეუმის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, იხსენებს, რომ სტალინის ცხედარზე მუშაობა ძალიან რთული იყო.

სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ საბჭოთა მოსახლეობას სტალინის შესახებ  გიგანტური რეტუშირებული, დამუშავებული პორტრეტებისა და კინოფილმების მიხედვით ექმნებოდა წარმოდგენა. ფილმების უმეტესობაში სტალინის როლს მსახიობი მიხეილ გელოვანი ასრულებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფილმი, რომლითაც საბჭოთა მოსახლეობის უმეტესობას სტალინის ხატი შეექმნა, იყო 1943 წელს გადაღებული ბერლინის დაცემა თეთრ კიტელში გამოწყებილი, ახოვანი სტალინი გელოვანის შესრულებით, ჩადის ბერლინში და ხვდება საბჭოთა გენერლებს. სტალინის პერსონაჟი გაცილებით კარგი გარეგნობის იყო, ვიდრე რეალური სტალინი

სტალინი ფილმიდან "ბერლინის დაცემა"

სტალინი სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. მან პრაქტიკულად დაკარგა მარცხენა ხელი, გაუყვითლდა სახე, რომელიც ნაყვავილარით ჰქონდა დაფარული. მარტივად, რომ ვთქვათ, მავზოლეუმის ლაბორატორიის ექსპერტებს ბევრი უნდა ემუშავათ, რომ საბჭოთა მოქალაქეებს მავზოლეუმში ის ადამიანი ეცნოთ, რომელსაც სურათებზე და კინოში ხედავდნენ

ყველა სირთულის მიუხედავად, ბიოქიმიკოსებმა მოახერხეს სტალინის ცხედრის მოყვანა მისაღებ ფორმაში და მალევე იგი თავისი მასწავლებლის გვერდით დაასვენეს. საბჭოთა კავშირ დიდი ცვლილებები 1956 წელს, კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ დაიწყო, როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა თავისი ცნობილი დასკვნა წაიკითხა. სსრკ-ში დაიწყო დესტალინიზაციის პროცესი, მაგრამ ამის შემდეგა, თითქმის 5 წლის განმავლობაში, სტალინის ცხედარი კვლავ ქვეყნის მთავარ ტაძარში განისვენებდა

ცვლილებების დრო 1961 წლის შემოდგომაზე, კომუნისტურიპარტიის 22- ყრილობაზე დადგა. ყრილობის ბოლო დღეს, 30 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებში და ყველასთვის მოულოდნელად ლენინგრადის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივან სპირიდონოვმა წამოაყენა წინადადება მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის გამოტანის შესახებ. მას მხარი დაუჭირა მოსკოველმა კოლეგამ და, რაც მთავარია, ინიციატივა მოიწონა ნიკიტა ხრუშოვმაც

აღსანიშნავია, რომ მოსკოვისა და ლენინგრადის ხელმძღვანელების შემდეგ, სიტყვა მოკავშირე რესპუბლიკების პირველ პირებს ეკუთვნოდათ. გამომსვლელთა სიაში იყო საქართველოს ცკ- პირველი მდივანი, ვასილი მჟავანაძეც. როგორც ცნობილია, მჟავანაძემ მის გამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციები წინა დღით მიიღო საკავშირო ცკ-ს  მდივნის, ფროლ კოზლოვისგან. ამის მიუხედავად, ვასილ მჟავანაძე ყრილობაზე შარფით გამოჩნდა და განაცხადა, რომ გაცივებული ვარ და სიტყვით ვერ გამოვალო. მჟავანაძე არ უნდოდა, მონაწილეობა მიეღო სტალინის გადასვენებაში, რადგანაც საქართველოში ხალხის რეაქციის ეშინოდათ. ეს განსკუთრებით აქტუალური იყო 1956 წლის მარტში თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ

იოსებ სტალინის დაკრძალვა1953 წლის მარტი 

მჟავანაძის მაგივრად, სიტყვა წარმოთქვა მისმა მოადგილემ, გივი ჯავახიშვილმა. დამსწრეები იხსნებენ, რომ ჯავახიშვილი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ყრილობამ სტალინის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღოსაბჭოთა მოსახლეობამ გადაწყვეტილების შესახებ 31 ოქტომბერს პრავდ ფურცლებიდან შეიტყო. გამოსვენების ოპერაცია ღამით დაიწყო. მას პარტიული კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე , ნიკოლაი შვერნიკი ხელმძღვანელობდა. დამკრძალავ კომისიის წევრი იყო ვასილ მჟავანაძეც, თუმცა მან ამჯერადაც დაიძვრინა თავი და თავის მაგივრად კვლავ გიგი ჯავახიშვილი გაგზავნა. დაკრძალვას არ ესწრებოდნენ სტალინის შვილები ვასილი და სვეტლანა

ამ დროისთვის წითელი მოედანი ოქტომბრის რევოლუციისადმ მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციების გამო გადაკეტილი იყო. კრემლის ბატალიონი რვა ოფიცერმა სტალინის ცხედარი სარკოფაგიდან წინა დღით სპეციალურად დამზადებულ კუბოში ჩაასვენა. ამის შემდეგ სტალინის ცხედარი მავზოლეუმის ლაბორატორიაში გადაიტანეს, სადაც სტალინს მუნდირიდან მოახსნეს საბჭოთა კავშირის გმირის ორდენი, მოაჭრეს მარშლის ეპოლეტები და ოქროსგან ჩამოხსმული ღილები და ისინი თითბრის ღილებით შეცვალეს

ამის შემდეგ კუბო გადაიტანეს კრემლის კედელთა - ამ დროისათვის უკვე გათხრილი იყო საფლავი, რომლის ფსკერი და კედლები ბეტონის ფილებით იყო ამოვსებული. კუბო საფლავში თოკები ჩაუშვეს. არ ყოფილა არანაირი ცერემონია და ან სიტყვით გამოსვლა, პროცედურა ერთ საათ გაგრძელდა. მავზოლეუმის შესასვლელში არსებული წარწერა "ლენინი სტალინი" თეთრი ქსოვილით დაფარეს, სანამ გრანიტის ფილას ისევ ძველით  ჩაანაცვლებდნენ, რომელზეც მხოლოდ "ლენინი" ეწერა

მოდა მავზოლეუმებზე

მოსკოვში განვითარებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენები, როგორც კომუნისტური სამყაროს ჭეშმარიტი ცენტრიდან, მალევე ვრცელდებოდა სატელიტ სახელმწიფოებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისი არ ყოფილა მავზოლეუმიც. მას შემდეგ, რაც მოსკოვის ლენინის მავზოლეუმი საბჭოთა კავშირის ცენტრალურ წერტილად იქცა, სატელიტ სახელმწიფოებში დამკვიდრდა მოდა მავზოლეუმებზე

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში იმ დროს არსებული კომუნისტი ლიდერების უმრავლესობის ბალზამირება სწორედ მოსკოვის მავზოლეუმის ლაბორატორიამ მოახდინა, რადგანაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ მათ ჰქონდათ. გამონაკლისია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, მაო ძედუნის ცხედარი, რომლის ბალზამირებაც ჩინელმა სპეციალისტებმა მოახდინეს

გეორგ დიმიტროვის მავზოლეუმი 

გეორგш დიმიტროვის მავზოლეუმი

მოსკოვის მავზოლეუმის ლაბორატორიის ექსპერტების პირველი კლიენტი ლენინის შემდეგ, "მოძმე" ბულგარეთის ლიდერი გეორგი დიმიტროვის ცხედარი იყო. დიმიტროვი 1949 წელს გარდაიცვალა, როდესაც მოსკოვში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი ცხედრის ბალზამირება ბორის ზბარსკიმ და მისმა ჯგუფმა მოახდინეს, რის შემდეგაც ბულგარელი ბელადის ცხედარი  სოფიაში გაგზავნეს. აქ მას სპეციალური მავზოლეუმი აუშენეს. დიმიტროვი თავის მავზოლეუმში 40 წლის განმავლობაში განისვენებდა, 1990 წელს ბულგარეთის ხელისუფლებამ დიმიტროვის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აქედან 9 წლისა და 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სოფიაში მდგარი მავზოლეუმი მთავრობის გადაწყვეტილებით ააფეთქეს

ხორლოგინ ჩოიბალსანის მავზოლეუმი

ხორლოოგიინ ჩოიბალსანის და სუხე-ბატორის მავზოლეუმი

1952 წელს, მოსკოვში გარდაიცვალა მე-16 საბჭოთა რესპუბლიკად მიჩნეული მონღოლეთის ლიდერი, ხორლოგინ ჩოიბალსანი. მისი ბალზამირებაც, ასევე, ლენინის მავზოლეუმი ჯგუფის ექსპერტებმა მოახდინეს და ცხედარი ულან-ბატორში გაგზავნეს, სადაც უკვე აღმართული იყო მავზოლეუმი. ჩოიბალსანთან ერთად, მავზოლეუმში გადაასვენეს 1921 წლის სოციალისტური რევოლუციის ლიდერი სუხე-ბატორიც. ჩოიბალსანის მემკვიდრემ, იუმჟაგინ ცედენბალმა მავზოლეუმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მავზოლეუმი ქალაქის ცენტრში 2005 წლამდე იდგა, რის შემდეგაც მოხდა მისი დემონტაჟი. ახლა ამ დგილა ჩინგიზ-ყაენის უზარმაზარი ძეგლია აღმართული.

კლემენტ გოტვალდის მავზოლეუმი

კლემენტ გოტვალდის მავზოლეუმი

1920-1950 წლების მთავარი ჩეხი კომუნისტი, კლემენტ გოტვალდი მოსკოვში სტალინის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ცხადია, ისიც დააბალზამეს, თუმცა მისთვის ცალკე მავზოლეუმი არ აუშენებიათ. ამისთვის 1933 წელს აშენებული ვიტოვკის მემორიალური კომპლექსი გამოიყენეს. გოტვალდი მავზოლეუმ  ყველაზე ცოტა ხანს იყო, 1961 წელს ჩეხეთი კომპარტიამ გოტვალდის ცხედრის კრემაცია გადაწყვიტა. ამის მიზეზად კი არასწორად ჩატარებული ბალზამირება დასახელეს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ჩეხი კომუნისტები გაყვნენ საბჭოთა კავშირის მაგალითს, სადაც მანამდე ცოტა ხნით ადრე სტალინის დამარხვის გადაწყვეტილება მიიღეს

აგოსტინ ნეტოს მავზოლეუმი

აგოსტინიო ნეტოს მავზოლეუმი

ერთადერთი მავზოლეუმი შავ კონტინენტზე 1980 წელს, ადგილობრივი კომუნისტი ლიდერის, დაგოსტინიო ნეტოს გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. გარდაცვალების მომენტში ნეტო მოსკოვში იმყოფებოდა და მისი ბალზამირებაც მავე ჯგუფმა მოახდინა. ნეტოს ცხედარმა მავზოლეუმში სულ 10 წელ დაყო, 1990 წელს მისი ნეშტი, ოჯახის თხოვნით, დაკრძალეს, ხოლო მავზოლეუმის კომპლექსი დღეს ანგოლის დამოუკიდებლობის მემორიალის ფუნქციას ასრულებს.

ხო ში მინის მავზოლეუმი 

ხო ში მინის მავზოლეუმი

კომუნისტური ვიეტნამის მამა 1969 წელს გარდაიცვალა. ხო ში მინმა დაიბარა, რომ მისი ნეშტის კრემაცია მოეხდინათ და ფერფლი მთელ ქვეყაში მიმოებნიათ. ამის მიუხედავად, მისმა მემკვიდრემ ხო ში მინის ბალზამირება და მისი მავზოლეუმის აგება გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში საბჭოთა სპეციალისტებს არა მხოლოდ ნეშტის ბალზამირება, არამედ მავზოლეუმის აგებაც დაევალათ. მავზოლეუმი მშენებლობა 1973 წელს დასრულდა. ხო ში მინის მავზოლეუმი დღემდე ფუნქციონებს, ის ერთ-ერთია ოთხი მოქმედი მავზოლეუმიდან

მაო ძედუნის მავზოლეუმი 

მაოს გარდაცვალების მომენტში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბული იყო. ამიტომ მაოს ბალზამირებისთვის ჩინელებმა საბჭოელებს არ მიმართეს და იძულებულები გახდნენ, პროცედურა თვითონ ჩაეტარებინათ. მაოს მავზოლეუმი ერთი წლის შემდეგ აშენდა და დღესაც ჩვეულებრივად ფუნქციონირებს.

კიმების მავზოლეუმი 

კიმების მავზოლეუმი ფხენიანში

ჩრდილოეთკორეელი ბელადის განსასვენებელს მავზოლეუმს ძნელად დავარქმევთ. ეს არის უზარმაზარი მემორიალური კომპლექსი, რომელიც მოგვითხრობს რევოლუციის უძლეველ ლიდერების ცხოვრებაზე. კომპლექსში პირველი ცხედარი 1997 წელს, მამა კიმის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. 2011 წელს მამის გვერდით დაასვენეს მისი შვილის ცხედარიც. მავზოლეუმი დღემდე ფუნქციონირებს და მისი მონახულება  სავალდებულოა, როგორც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების, ასევე, ტურისტებისთვისაც

უკანასკნელი მავზოლეუმი ევროპაში – ბრძოლა რუსეთის სულისთვის

მავზოლეუმის ლაბორატორიისთვის დროება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. რუსეთის ახალ ხელისუფლებას, რომელიც ანტიკომუნისტურად იყო განწყობილი, აღარ სურდა, ლენინის ცხედრის მოვლა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უკვე დანგრეული იმპერიის მთავარი სიმბოლოს გაჩერება ქალაქის ცენრალურ მოედანზე. მავზოლეუმის ლაბორატორიას დაფინანსება შეუწყდა, ლენინის ლაბორატორიის მეცნიერებმა, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ, ეტაპობრივად დაიწყეს მედიასთან ურთიერთობა ანაზღაურების სანაცვლოდ. 

ბევრი რამ ლენინის ნეშტის შესახებ სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი, მათ შორის მასალები, რომლითაც ამ სტატიის მომზადებისას ვიხელმძღვანელე. ლაბორატორიის მუშაკებს ახალი კლიენტები გამოუჩნდნენ, მათი სერვისებით სარგებლობდნენ ე.წ. ახალი რუსები, ბანდიტები და კრიმინალები, რომლებსაც თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის პატივის მიგება უნდოდათ. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია ლენინის დაკრძალვისა  და მავზოლეუმის დემონტაჟის აუცილებლობაზე, თუმცა ეს დისკუსია, ცხადია, ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. ქვეყანაში არსებობდა დიდი ფენა იდეური კომუნისტებისა, რომელთათვისაც ლენინი მათი გამქრალი სამშობლოს განსახიერებას წარმოადგენდა. ცხადია, მათი უმეტესობა სასტიკად წინააღმდეგი იყო ლენინის გადასვენებისა. ამ ყველაფერმა საკითხი პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანა, რამაც კეთილგონიერი გადაწყვეტილების მიღების შანსი კიდევ უფრო შეამცირა. 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ლენინი დაკრძალვასთან ყველაზე ახლოს 1999 წელს, ბორის ელცინის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში იყო. არსებობდა იმედი, რომ დემოკრატად მიჩნეული ელცინი, რომელმაც რუსეთში პრაქტიკულად დამარხა კომუნიზმი, მის მთავარ სიმბოლოსაც დამარხავდა. მართლაც, 1999 წლის მიწურულს დაიგეგმა ლენინის დაკრძალვის ოპერაცია. ჩაფიქრებული იყო, რომ ელცინი გამოსცემდა შესაბამის ბრძანებას, ლენინის ყველასგან მალულად გამოიტანდნენ მავზოლეუმიდან და ასევე მალულად წაასვენებდნენ სანქტ-პეტერბურგში, სადაც თავის საოჯახაო სასაფლაოზე დაასაფლავებდნენ.  

ბოლო მომენტში ელცინის გუნდში აღმოაჩინეს, რომ თვითმართველობის ტერიტორიიდან ცხედრის გადასვენების ბრძანების გაცემა მხოლოდ თვითმმართველობის ხელმძღვანელს, ანუ მოსკოვის მერს შეეძლო. მოსკოვის მერი კი ამ დროს იური ლუჟკოვი იყო, რომელიც ელცინის პოლიტიკური კონკურენტი იყო და არასდროს დათანხმდებოდა ლენინის დაკრძალვას. მოსალოდნელი იყო, რომ ამას მოჰყვებოდა სასამართლო დავები და პოლიტიკური სკანდალი. საბოლოოდ ელცინის გარემოცვაში გადაწყვიტეს, რომ ამგვარი სკანდალი არც მიმავალ პრეზიდენტს სჭირდებოდა და განზრახვაზე ხელი აიღეს. 

ლენინის მავზოლეუმი ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ისევე, როგორც მასთან არსებული ლაბორატორია. მათ აქვთ სტაბილური სახელმწიფო დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. ლენინის გარდა მავზოლეუმის ლაბორატორიაში არის კიდევ ერთი ცხედარი, რომელიც ერთგვარ სავარჯიშო მულაჟს წარმოადგენს. ყველა რთულ მანიპულაციას ექიმები ჯერ ამ ცხედარზე ცდიან და მხოლოდ შემდეგ - ლენინზე. ბოლო სავარჯიშო ცხედარი ეკუთვნის 1947 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ვაგზალზე გარდაცვლილ უპატრონო კაცს. იგი ბალზამირებულია იმავე მეთოდით და არსობრივად მას უტარდება იგივე პროცედურები, რაც ლენინის ნეშტს. 

მავზოლეუმის საკონტროლო ოთახი, 1997 წელი

თავად ლენინის ნეშტის წონა მასზე მოქმედი ქიმიკატების გავლენით პერიოდულად იცვლება. მის განსასვენებელ სივრცეში ტემპერატურა მუდმივად 16 გრადუსია, რაც აუცილებელია ცხედრის უცვლელად შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, სპეციალური ნეიტრალური და წერტილოვანი შუქით არის განათებული უშუალოდ ლენინის ცხედარი, იგი სულ 16 წერტილოვანი ნათურით ნათდება. ეს იმიტომ კეთდება, რომ პროლეტარიატის ბელადი შუქის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვან. გარდა ამისა, ყოველ 18 თვეში ერთხელ მავზოლეუმი ერთი თვით იხურება ვიზიტორებისთვის. ამ დროს ლენინის ცხედარს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

სხვადასხვა მონაცემებით, ვლადიმირ ილიჩის მავზოლეუმს ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ამგვარად, მოსკოვის მავზოლეუმი არის ერთადერთი მოქმედი მავზოლეუმი ევროპაში. ეს კარგად ასახავს შიდა საზოგადოებრივ კონფლიქტს რუსეთში, ბრძოლას რუსეთის სულისთვის, კონფლიქტს საბჭოთა მემკვიდრეობის ირგვლივ, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულად აფასებენ. ბოლო გამოკითხვებით რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა ლენინის დაკრძალვას და მავზოლეუმის გაუქმებას ემხრობა, თუმცა რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მილიონი ადამიანი, რომელთა ტვინებში საბჭოთა კავშირის ფრაგმენტაცია ჯერაც არ დასრულებულა.

ბედის ირონიაა, რომ ალბათ მსოფლიოში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე ათეისტი თავად გადაიქცა რელიგიურ სიმბოლოდ და საკრალური რწმენის ცენტრალურ ფიგურად. უკვე პერესტროიკის წლებში, სანქტ-პეტერბურგის ტელევიზიაში გავიდა ლეგენდარული გადაცემა. პროგრამაში ადგილობრივი მუსიკოსები, სერგეი შეველიოვი და სერგეი კურიოხინი ავითარებდნენ კონსპიროლოგიურ-იუმორისტულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ ლენინი არ განეკუთვნება ადამიანების რიგს და ის სოკოა. 

განსაკუთრებით ირონიული ისაა, რომ დღეს ლაბორატორია, რომელიც ლენინის ცხედარზე ზრუნავს, სტრუქტრულად რუსეთის სამკურნალო და არომატული მცენარეების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია.