მარი ახსიაშვილი

რედაქტორი, ჟურნალისტი

ჟურნალისტი, ვებგვერდის ახალი ამბების რედაქტორი. ტაბულაში მუშაობს 2013 წლის სექტემბრიდან. დაამთავრა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ასევე, არის ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკის ანთროპოლოგიის მაგისტრი. 2008-2013 წლებში მუშაობდა გაზეთ "24 საათში", საინფორმაციო სააგენტოში News.ge, წერდა გაზეთ "იბერიასთვის", გამოცდების ეროვნული ცენტრის ჟურნალისთვის და ჟურნალ National Geographic-ის ქართული გამოცემისთვის.

ავტორის სტატიები

სიმპტომები, რჩევები, ტესტები, ბავშვები, სტატისტიკა – თითქმის ყველაფერი ომიკრონის შესახებ
სიმპტომები, რჩევები, ტესტები, ბავშვები, სტატისტიკა – თითქმის ყველაფერი ომიკრონის შესახებ
“ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას, ომიკრონი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იწვევს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება” - ეს სიტყვები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს ეკუთვნის. მან დაადასტურა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მსუბუქ ვარიანტად მაინც არ უნდა იყოს კატეგორიზებული.  “განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების მდგომარეობით, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რადგან აუცრელი მოქალაქეები მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე დგანან” - თქვა მან.