არჩევნები 2024

სად და როგორ შეგიძლიათ ხმის მიცემა თუ ემიგრანტი ხართ

არჩევნები 2024

სად და როგორ შეგიძლიათ ხმის მიცემა თუ ემიგრანტი ხართ

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ცესკოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნეს. მათი მტკიცებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, "სადაც არ იყო არცერთ წინა არჩევნებზე - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია და ავსტრალიის თანამეგობრობა".

ცესკო ირწმუნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ გადასცა. მათი ინფორმაციით, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და  საარჩევნო უფლება. შედეგად, საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე შექმნა საარჩევნო უბნები. ცესკო ასევე აღნიშნავს, რომ geoconsul.gov.ge აღრიცხავს იმ პირთა ჯამურ რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებ-გვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში. შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა" - განმარტავს ცესკო.

კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. 

"საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება" - აცხადებს ცესკო.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ჯერ კიდევ არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. მათ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

“მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია” - აცხადებს ცესკო.

საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, შსს და სხვა)  - 9 ოქტომბერს. ამ მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს.

42 ქვეყნის უმეტესობაში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის საფრანგეთში, პოლონეთში, ისრაელში, ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ თხუთმეტეულშია. ერთზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში (5), აზერბაიჯანში (3), გერმანიაში (4), ესპანეთში (2), იტალიაში (3), თურქეთსა (3) და საბერძნეთში (5).

უბნები ემიგრანტებისთვის:

  1. ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა, მის: რუდოლფსპლაც 2/8, 1010 ვენა, ავსტრია / Rudolfsplatz 2/8, A-1010 Wien
  2. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო. მის: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069 / Narimanov District, Yashar Huseynov str. No13/15, Baku, AZ 1069, Azerbaijan
  3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო. მის: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069 / Narimanov District, Yashar Huseynov str. No13/15, Baku, AZ 1069, Azerbaijan
  4. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო. მის: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069 / Narimanov District, Yashar Huseynov str. No13/15, Baku, AZ 1069, Azerbaijan
  5. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ვაშინგტონი. მის.: 1824 რ სტრიტი ჩრდილო დასავლეთი, ქ. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი 20009 / 18 24 R street, NW, Washington DC, 20009
  6. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი. მის: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017 / 144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017
  7. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი. მის: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017 / 144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017
  8. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი. მის: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017 / 144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017
  9. ამერიკის შეერთებული შტატები ქ. სან-ფრანცისკო. მის: 930 მონტგომერის ქ. ოფისი 301, სან-ფრანცისკო, აშშ, 94133 / 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
  10. ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. მინსკი. მის: ქ. მინსკი, თავისუფლების მოედანი / No4. Minsk, Freedom sq. 4
  11. ბელგიის სამეფო, ქ. ბრიუსელი. მის: პერეუდორდევრუას ქუჩა 245,1150 ვოლუვესენპიერი / Rue Pere Eudore Devroye 245, 1150 woluwe saint pierre, Brussels
  12. ბულგარეთის რესპუბლიკა, ქ. სოფია. მის: შიპკას ქ. No3, სოფიას ცენტრი, სოფია /1504, ბულგარეთი Shipka Street No3, Sofia Center, 1504
  13. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი. მის: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი / Rauchstraße 11, 10787 Berlin
  14. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მაინის ფრანკფურტი. მის: ბოკენჰაიმერ ლანდშტრასე 97-99. 60325 მაინის ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა / Bockenheimer Landstraße 97-99, D-60325 Frankfurt am Main, Germany
  15. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მიუნხენი. მის: საქართველოს საპატიო საკონსულო, ლუიზენშტრასე 43/2, 80333 მიუნხენი / Luisenstrasse 43/2, 80333 München
  16. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. შტუტგარტი. მის: ქემნიტცერშტრასე 21, 70597 შტუტგარტი / Chemnitzer str. 21, 70597 Stuttgart
  17. დანიის სამეფო, ქ. კოპენჰაგენი. მის: კალვებოდბრიუგე 45, კოპენჰაგენი 1560, დანია / Kalvebod Brygge 45, 1560 Copenhagen V, Denmark
  18. დიდი ბრიტანეთი, ქ. ლონდონი. მის: 20 სენტ ჯორჯს სქვეარ, ლონდონი SW1V 2HP / 20 St.George's Square, London SW1V 2HP
  19. ესპანეთის სამეფო, ქ. მადრიდი. მის: პლაზადელასკორტეს 4, მე-5 სართული, მარჯვენა მხარე / Plaza de las Cortes 4, 5 derecha
  20. ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა. მის: ქ. ბარსელონა, პასეო დე გრასია 7, 3 მარჯვენა / Kingdom of Spain, Barcelona 08007, Paseo de Gracia No7, 3 derecha
  21. ესტონეთის რესპუბლიკა, ქ. ტალინი. მის: ვირუ-ვალიაკ 2, 10111 / Viru väljak 2, 10111 Tallinn
  22. თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ანკარა. მის: ქილიჩ ალის ქ. No12. 06450 ორანის დიპლომატიური უბანი / Kilic Ali st. No12, 06450 Oran Diplomatic Site
  23. თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სტამბოლი. მის: ბეშიქთაშის რაიონი, ლევენთის უბანი 34330, სუმბულის ქუჩა No17 / Adress: Sümbül street No:17, Levent 34330, Beşiktaş
  24. თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ტრაპიზონი. მის: ორტაჰისარის უბანი, პერტევფაშას ქ. No10 ქ. ტრაპიზონი / Ortahisar, Pertevpaşa Sk. No:10, 61030 Trabzon Merkez/Trabzon
  25. ირლანდია, ქ. დუბლინი. მის: ირლანდია, ქ. დუბლინი, 17 მორჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ / 17 Morehampton Road, Donnybrook, Dublin 4
  26. ისრაელის სახელმწიფო, ქ. რამათ განი. მის: მოშე ავივ თაუერი 30-ე სართული, ზეევ ჟაბოტინსკის 7, რამათ განი, 5252007 ისრაელის სახელმწიფო / Moshe Aviv Tower fl 30th, Zeev Jabotinsky street 7, Ramat Gan, 5252007, Israel
  27. იტალიის რესპუბლიკა, ქ. რომი. მის: ვია დელ პლებიშიტო, 102, 00186 რომი / Via Del Plebiscito, 102, 00186 Roma, Italia
  28. იტალიის რესპუბლიკა, ქ. ბარი. მის: ვიტო ნიკოლო დე ნიკოლას ქ. 48, პირველი სართული, 70121 ქ. ბარი, იტალია / Via Vito Nicola de Nicolò 48, 70121 - Bari.IT.
  29. იტალიის რესპუბლიკა, ქ. მილანი. მის: ქ. მილანი, სანტა რადეგონდას ქუჩა No11, საფოსტო ინდექსი - 20121 - შესასვლელი - უგო ფოსკოლოს ქუჩა No8. / Via Santa radegonda 11, Milan, 20121, MI, Italy - Entrance from - Via Ugo Foscolo 8
  30. კანადა, ქ. ოტავა. მის: ალბერტის ქუჩა 340, ოფისი 940 / 340 Albert street, Suit 940, K1R 7Y6, Ontario, Canada
  31. კვიპროსის რესპუბლიკა, ქ. ნიქოზია. მის: ვასილისის ამალიას 3, 1101, ნიქოზია, კვიპროსი / Vasilissis Amalias Street 3, 1101 Nicosia, Cyprus
  32. ლატვიის რესპუბლიკა, ქ. რიგა. მის: კრიშიანა ვალდემარას ქუჩა 33-4, ლვ-1010, ქ.რიგა, / Krisijana Valdemara street 33-4, LV-1010, Riga, Latvia)
  33. ლიეტუვას რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი. მის: ი. იასინსკიოს ქ. 14, ლტ-01112, ვილნიუსი, ლიეტუვას რესპუბლიკა; J. Jasinskio g. 14, Vilnius, LT-01112 Lietuvos Respublika
  34. მოლდოვას რესპუბლიკა, ქ. კიშინოვი. მის: 31 აგვისტო 1989 ქ. 57 / 31 August 1989 street
  35. ნიდერლანდების სამეფო, ქ. ჰააგა. მის: ლანგე ვაივერბერგ 12 / LANGE VIJVERBERG 12, 2513 AC HAGUE
  36. პოლონეთის რესპუბლიკა, ქ. ვარშავა. მის: კრინიჩნას ქ. No2, ქ. ვარშავა / 03-934 Kryniczna 2, 03-934 Warsaw
  37. პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი. მის: ფერნაო სუარეშის 6ა 1400-149, ლისაბონი / Fernão Soares Street 6A, 1400-149 Lisboa
  38. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი. მის: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი / 11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece
  39. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი. მის: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი / 11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece
  40. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი. მის: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი / 11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece
  41. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი. მის: მიტროპოლიტუ ამვროსიუ მოსხონისიონ 11, 546 55 / Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, 546 55
  42. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი. მის: მიტროპოლიტუ ამვროსიუ მოსხონისიონ 11, 546 55 / Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, 546 55
  43. საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი. მის: 8 ღუ ბრემონწიე 75017 პარიზი / 8 Rue Bremontier 75017 Paris
  44. სლოვაკეთის რესპუბლიკა, ქ. ბრატისლავა. მის: მიხალსკას ქ. 9, 811 01 ბრატისლავა / Michalska 9, 811 01 Bratislava
  45. სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი. მის: წარავ აღბიურის 127 / TSARAV AGHBYUR 127, ინდექსი: 0052
  46. უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი. მის: ქ. ტაშკენტი, იუნუსაბადის რაიონი, ფირდავსის ქ. No7; ინდექსი: 100084 / Tashkent, Yunusobod district , Firdavsi street No7, index: 100084
  47. უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი. მის: ქ. ბუდაპეშტი, 1026 ვერშეგი ფერენცის ქ. 4 / Verseghy Ferenc u. 4, 1026 Budapest, Hungary
  48. ქუვეითის სახელმწიფო, ქ. ალ-ქუვეითი. მის: ქუვეითი, სალვა, მე-12მ/რ,მე12-ქუჩა, შენობა No5 / State of Kuwait, Al-Kuwait city address: Kuwait, Salwa, Block 12, street 12, villa No5
  49. ყაზახეთის რესპუბლიკა, ქ. ასტანა. მის: ქ. ასტანა, 010000, სერპერის ქუჩა No4. Astana, 010000, Serper st. No4
  50. შვედეთის სამეფო, ქ. სტოკჰოლმი. მის: ჰოლლენდარგატან 23, მე-2 სართული 11160 სტოკჰოლმი / Holländargatan 23, 2TR, 111 60 Stockholm
  51. შვეიცარიის კონფედერაცია, ქ. ბერნი. მის: სეფტიგენშტრასე 7, 3007 ბერნი / Seftigenstrasse 7, 3007 Bern, Switzerland
  52. ჩეხეთის რესპუბლიკა, ქ. პრაღა. მის: მლინსკა 22/4, 160 00 პრაღა 6 / Mlynska 22/4, 160 00, Praha 6, Prague
  53. კატარის სახელმწიფო, ქ.დოჰა. მის: ვესტ ბეის რაიონი, ზონა 66, ქუჩა 835, ვილა 9, ქ. დოჰა, კატარის სახელმწიფო / West Bay, Zone 66, Al Rum Ram St. No. 835, Villa 9 P.O. Box 24118 Doha, State of Qatar
  54. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ქ. პეკინი. მის: ქ. პეკინი, ჩაოიანის რაიონი, სიაოიუნის ქუჩა No18, კინგსგარდენვილა / Kings Garden Villa, Block D101/G38, Xiao Yun Road 18, Chaoyang District, Beijing, 100016, China
  55. ნორვეგიის სამეფო, ქ. ოსლო. მის: პილესტრედეთ No15ბ, 0164, ოსლო / Pilestredet 15B, 0164 Oslo, Norway
  56. არაბთა გაერთიენბული საამიროები ქ. აბუ-დაბი. მის: ალ ნაჰაიანის რაიონი, ალ უდჰოკის ქუჩა, ვილა No20 / United Arab Emirates, Abu-Dhabi, Al Nahyan District, Al 'Udhouq Street, Villa No20
  57. ფინეთის რესპუბლიკა, ქ. ჰელსინკი. მის: იტაინენ ტეატერიკუია 1 ე 29, 00100 / Itäinen Teatterikuja 1 E 29, 00100, Helsinki
  58. კორეის რესპუბლიკა, ქ. სეული. მის: No30, ქუჩა 27, იტევონ რო, იონგსან-გუ, სეული 04349 / No30, 27 Road, Itaewon-ro, Yongsan-gu, Seoul 04349
  59. იაპონია, ქ. ტოკიო. მის: K2 bldg., 2-10-22 კიტააოიამა, მინატო-კუ, ტოკიო 107-0061 იაპონია / K2 Bldg., 2-10-22 Kitaaoyama, Minatoku, Tokyo 〒107-0061 Japan
  60. ავსტრალიის თანამეგობრობა, ქ. კანბერა. მის: კარილავისტას 28, ო’მელი, კანბერა, ავსტრალია / 28 Kareelah Vista, O’Malley, Canberra ACT

კომენტარები