რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით. ცქიტიშვილი გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა მომხრე საგუშაგოს მოწყობისა, ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში ეს მისი კომპეტენცია არ არის.
"ნაკლებად მაქვს სურვილი დიდად დეტალებში შესვლის. [...] ჩემთვის ცნობილი იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე
[...] ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან, რა ფორმით, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, იყო ცნობილი" - ამბობს ცქიტიშვილი.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.
გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ. საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
16 ივნისს, ამჟამად ივანიშვილის დეპუტატი და 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი პროკურატურაში გამოიკითხნენ.





