ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დანიის საგარეო მინისტრი: აღშფოთებულები ვართ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობით

Emil Nicolai Helms/Ritzau Scanpix

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ აღშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ დანია ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

რასმუსენის განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს

"დანია აღშფოთებულია პროევროპელი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობებით. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს". - წერია განცხადებაში. 


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

28 ნოემბერს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

29 ნოემბერს მორიგი აქცია იმართება, რომლის ძალის გამოყენებით დაშლის პარალელურად სპეცრაზმი მონაწილეებს რუპორით აგინებს. 

კომენტარები