პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "განსაკუთრებულად" დაინტერესდება 28-29 ნოემბრის აქციისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებით. ამასთან, კობახიძის თქმით, "რომ არ ყოფილიყო ის მასშტაბური ძალადობა, რომელიც ვიხილეთ მომიტინგეების მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც დაშლის საჭიროება და არცერთი ასეთი ფაქტი".
"რაც შეეხება სამართალდარღვევას, ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის, განსაკუთრებით, თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სათანადოდ გამოძიებული, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე
ეს არის ჩემი დამოკიდებულება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან" - ამბობს კობახიძე.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.





