პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
წულაძეს აქამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია ეკავა, 2023 წელს კი ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ამასთან ერთად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ იყო არჩეული, მან თანამდებობა 2023 წელს დატოვა.
განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პოსტი 28 სექტემბერს დატოვა, მისი თქმით, იგი კერძო სექტორში ბრუნდება.





