განათლების სამინისტრო

უზენაესის უვადო მოსამართლე ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე დაინიშნა - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2019 წლის 12 დეკემბრიდანაა არჩეული. 

"ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები