რუსული რეჟიმი

გიორგი ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი დატოვა

გიორგი ამილახვარმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ამილახვარი მის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

ამილახვარის თქმით, ის არჩევნებამდე ტოვებს პოსტს და კერძო სექტორში ბრუნდება. 

"მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე ვბრუნდები კერძო სექტორში.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და მეგობრობისთვის, რასაც მისგან ვიღებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა, პოლიტიკა ზოგადად უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ.

განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა". - წერს ამილახვარი.

კომენტარები