რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიზ თრასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

ლიზ თრასი

გაერთოანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ თრასი პოლონეთში ვიზიტისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს. 

მინისტრი ასევე გამოყოფს 10 მილიონ ფუნტს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკრაინაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარებიან.

"პუტინმა ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი დიპლომატიისთვის. [...] გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია უკრაინული მხარის გაძლიერება მოლაპარაკებებში. [...]
უფრო მეტს ვიზამთ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და ჩვენ გავაგრძელებთ სხვების მიწოლასაც, რომ მეტი გაააკეთონ". – თქვა თრასმა

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები