რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება ბუჩაზე: რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ

დმიტრო კულება

"რუსების მიზანია იმდენი უკრაინელი მოკლან, რამდესაც შეძლებენ"- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას TWITTER-ზე ეხმაურება. 

კულება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

"ბუჩაში ადამიანების ხოცვა - ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, იმდენი უკრაინელი მოკლან, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს G7-სგან. 

  • მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს;
  • რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას:
  • რუსეთის ყველა ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გათიშვას".- წერს კულება. 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავოსუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები