რუსეთი-საქართველო

ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა

მე ვნახე ეს ცნობები [გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ] და დავაზუსტე იმ კოლეგებთან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მათ მითხრეს, რომ ის მათთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ, გულწრფელად და ყოველგვარი დამალვის გარეშე რუსეთისა და საქართველოს შორის არსებული უთანხმოებების დაძლევას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების უჭერდა მხარს.

ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მან მართლაც ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. ის იკვლევდა ჩვენს საერთო წარსულს, ეწეოდა მემორიალურ საქმიანობას, მათ შორის იძიებდა დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულებს, აღადგენდა ძეგლებს და იცავდა ისტორიულ სიმართლეს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და ფასდაუდებელ წვლილზე.

ყველა ამ საქმიანობას იგი ღიად და ოფიციალურად ახორციელებდა.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ის დააკავეს ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოში საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაწყება დააანონსა.

როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამალვით არიან დაინტერესებულნი.

რა თქმა უნდა, მისი ბედი არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. ასევე დავაზუსტებ, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ამ საკითხში გარკვევას. უდავოდ, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას, თუმცა, თქვენი კითხვის საპასუხოდ, ჩვენი შეფასებებიც გაგიზიარეთ.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

კომენტარები