რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 480 რაკეტა გაუშვა, აქედან 70-ზე მეტი ბელარუსიდან

პენტაგონის ინფორმაციით, 3 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ  480 რაკეტა გაუშვა. მათივე ცონობით, აქედან 70-ზე ბელარუსის ტერიტორიიდან. 

"230-ზე მეტი რაკეტა გაშვებული იქნა გადასატანი გამშვებებიდან, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა. 160-ზე მეტი გაშვებული იქნა რუსეთიდან, 70-ზე მეტი ბელორუსიიდან. კიდევ 10 არის შავი ზღვიდან".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ბელარუსის ლიდერი ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს. მეტიც, მისი თქმით, დასავლეთს სურს, რომ ბელარუსი ომში ჩაითრიოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები