რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: მათ სურთ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაითრიონ

ალექსანდრე ლუკაშენკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბელორუსიის უკრაინის ომში "ჩათრევა სურთ". მისი თქმით ბელარუსები მხოლოდ საკუთარ მიწაზე იბრძოლებენ. 

ამის შესახებ მან მინსკში გამოსვლისას თქვა და აღნინა, რომ ბელარუსმა მშვიდობიანად უნდა იცხოვროს. 

"თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე ღირებული თქვენ და თქვენი შვილები ხართ. მე ვიცი, რომ ეს ბავშვები მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში, ნათელი ცის ქვეშ. თქვენ ხედავთ, რომ მათ უბრალოდ სურთ შეგნებულად ჩაითრიონ უკრაინის ომში, რათა ჩვენი სხვა საზღვრები დარჩეს მოშიშვლებული. მაშინ ისინი სწრაფად გაგვართმევენ თავს, ჩვენ არ გვექნება დრო, რომ უკრაინიდან დავბრუნდეთ თქვენს დასაცავად. ეს ტაქტიკაა".- ამბობს ლუკაშენკო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები