რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს. 

ამის შესახებ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს წევრებთან და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე თქვა. 

"ბელორუსის არმიას არ მიუღია და არ იღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ეს ყველას შეგვიძლია დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუსვამს ჩვენთვის ეს საკითხი. ჩვენ არ ვაოირებთ მივიღოთ მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში. ასეთი საჭიროება არ არსებობს.

მისივე თქმით, ბელარუსის არმია სახელმწიფო საზღვარს იცავს რადიკალებისა და უკანონო იარაღის შემოტანისგან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები