რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: რუსებმა ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარება შესთავაზეს, გაშვებულ იქნენ *ლეზე

ანტონ გერაშენკო

"რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს დანებებას სთავაზობდა. გაშვებულ იქნენ *ლეზე!"- წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო FACEBOOK-ზე. 

"ამის შემდეგ დაიწყო  საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე.
შესაძლოა ის მოკლეს კიდეც მამაცი გმირიც, რომელმაც მტერი *ლეზე გაუშვა, როგორც უშვედნენ ხოლმე ზაპოროჟიას კაზაკები უკრაინის მტრებს.  სირცხვილი და სიკვდილი რუს დამპყრობლებს!"- წერს გერაშენკო და აუდიო ჩანაწერსაც ავრცელებს:

რუსებმა ორჯერ გაიმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!" 

უკრაინელი მებრძოლები: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!"

რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს. უწყების ცნობით, კუნძულზე ინფრასტრუქტურა განადგურებულია. გაწყდა კავშირი მესაზღვრეებთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებთან.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები