აშშ-რუსეთი

კრემლმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ტრამპი განცხადებები უარყო

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი  
Andrew Harnik/Getty Images

კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ "მტკიცედ" უარყოფს აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრების მოწოდება გააჟღერა და თქვა, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევის საფრთხის წინაშეა.

ხუთშაბათს, თეთრ სახლში დაახლოებით 25-წუთიანი გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს საარჩევნო სისტემა შესაძლოა მანიპულაციისა და ისეთი ქვეყნების ჩარევის სამიზნე გახდეს, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და რუსეთი.

ტრამპმა აშშ-ს სადაზვერვო დოკუმენტების გასაჯაროებაც გამოაცხადა, რომლებიც, მისი თქმით, აღწერს უცხო სახელმწიფოების შესაძლებლობებს "გავლენია მოახდინონ აშშ-ს საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე".

ამ ბრალდებების საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა. დმიტრი პესკოვმა განაცხადა:

"რუსეთი არასოდეს ჩარეულა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. და ჩვენ ველით, რომ არც არავინ შეეცდება ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას".

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი ეყრდნობოდა აშშ-ს სადაზვერვო უწყებების "დაუზუსტებელ და მტკიცებულებებით დაუდასტურებელ ინფორმაციას" და ამტკიცებდა, რომ ამერიკულმა გამოძიებებმა რუსეთის საარჩევნო ჩარევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევა ვერ დაადგინა.

ამასთან, ჩინეთმაც უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ პეკინმა დაახლოებით 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის მონაცემები მოიპოვა. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებას "სრულიად მოგონილი და ბოროტი ცილისწამება" უწოდა.

კომენტარები