რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ძალებმა კუნძული ზმეინი აიღეს

რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, კუნძულზე ინფრასტრუქტურა განადგურებულია. გაწყდა კავშირი მესაზღვრეებთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებთან.
 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები