რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უერთდება

Time Magazine

სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა ისაუბრა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიასა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ეცეს, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენებას, რომელიც ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანებს, შეუძლებელია ჰქონდეს გამართლება.
 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები