რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბანკების თანამშრომლებს უკრაინული დრონების ჩამოგდების უფლებას აძლევს. კანონპროექტი ძალაში შესვლამდე ჯერ ქვეყნის ფედერაციის საბჭოს ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი უნდა მოაწეროს.
Euronews აღნიშნავს, რომ ეს კრემლის მზარდ უუნარობაზე მიუთითებს, დაიცვას საკუთარი ტერიტორია უკრაინული თავდასხმებისგან, რომლებიც სიხშირითა და მასშტაბით სულ უფრო იზრდება.
26 მაისს მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ბანკები საკუთარ ობიექტებზე რადიო-ელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის დამონტაჟების ხარჯებს თავად დაფარავენ.
კანონპროექტის მიხედვით, შერჩეულ თანამშრომლებს უფლება ექნებათ ჩაახშონ დრონების მართვის სიგნალები და გაანადგურონ უპილოტო საჰაერო, წყალქვეშა და სახმელეთო აპარატები, რომლებიც მათ ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების რეაგირების მოლოდინის გარეშე.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერის, რომელიც პირველად 2024 წლის აგვისტოში წარადგინეს, მხოლოდ რუსეთის ბანკსა და სახელმწიფო საინკასაციო სააგენტო РОСИНКАС-ს მოიცავდა. საბოლოო ვერსია ასევე ვრცელდება რუსეთის უდიდეს ბანკ СберБанк-ზე, რომელშიც სახელმწიფოს საკონტროლო წილი აქვს.





